ამ ნაშრომში მკითხველი ვერ იპოვის ქალაქ თბილისის ისტორიას, მისი მოედნების, ქუჩების სიძველეების, თუ
შენობების აღწერას. ავტორის სწრაფვა იყო დაეხატა ეთნოგრაფიული სურათი მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის თბილისისა, ეჩვენებინა ფეოდალური ცხოვრების რღვევა და ახალი ყოფის დანერგვის პროცესი.