ნაშრომში განხილულია საქართველოში ეთნოგრაფიული ცოდნის დაგროვებისა და ეთნოგრაფიული აზროვნების განვითარების პრობლემები. საუკუნის დასაწყისის სოციალურ-პოლიტიკური და პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების მიმოხილვის ფონზე ნაჩვენებია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და მკვლევრების იოანე და თეიმურაზ ბაგრატიონებისა და დავით ფანასკერტელი-ციციშვილის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა, მათი ადგილი და როლი საქართველოში, ეთნოგრაფიული მეცნიერების დამოუკიდებელ დისციპლინად ჩამოყალიბების პროცესში.