ნაშრომში გაშუქებულია ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის მიმდინარეობა XIX საუკუნის პირველი ნახევარი საქართველოში. ფართოდაა განხილული ამ ეპოქის დიდი სოციალური, პოლიტიკური და იდეური მოვლენები: საქართველოს რუსეთთან შეერთება და ცარიზმის პოლიტიკა საქართველოში, 1802 წლის შეთქმულება, XIX საუკუნის პირველი მეოთხედის მასობრივი აჯანყებანი, 18312 წლის შეთქმულება, 49-იანი წლების საქართველოს იდეური მოძრაობანი, სახალხო გამათავისუფლებელი მოძრაობა კავკასიის მთიანეთში და სხვ, რომლებმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინეს ამ ეპოქის მოღვაწეთა, კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის მსოფლმხედველობაზე.