მონოგრაფიაში განხილულია ქართველი დემოკრატიული ინტელიგენციის რევოლუციური საქმიანობა სამი რევოლუციის (1905--1907 წლების პირველი სახალხო რევოლუციის, 1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციისა და 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის) პერიოდში. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია ლენინური მოძღვრება დემოკრატიული ინტელიგენციის, როგორც გლეხობასთან ერთად პროლეტარიატის მოკავშირის შესახებ; ნაჩვენებია ქართველი დემოკრატიული ინტელიგენციის იდეური პროფილი და პრაქტიკული საქმიანობა რუსეთის პირველი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის მომზადებისა და მიმდინარეობის პერიოდში, რეაქციის წლებში, იმპერიალისტური ომისა და 1917 წ. თებერვლის რევოლუციის ხანაში, მენშევიკური დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში.