ეს წიგნი განკუთვნილია უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა სახელმძღვანელოდ. მან ევოლუციური მორფოლოგიის საფუძვლები უნდა გააცნოს სტუდენტებს, რომელთაც უკვე შესწავლილი აქვთ სისტემატიკა, ეკოლოგია, ანატომია, ემბრიოლოგია, ჰისტოლოგია და ფიზიოლოგია. წიგნში უხვადაა შეტანილი მასალა ახალი სპეციალური მონოგრაფიებიდან და სტატიებიდან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტვინის მორფოლოგიას, მთელი მორფოლოგიური მასალა განხილულია ფუნქციონალური, ონტოგენეზური და ევოლუციური თვალსაზრისით.