წიგნს, საფუძვლად უდევს ლექციების ციკლი „ანტიკური ტრადიციები თანამედროვე დასავლეთევროპულ ლიტერატურაში“. ავტორი გულისხმობს, რომ აუდიტორია, რომელიც დაინტერესებულია ამ პრობლემით, მეტ-ნაკლებად ფლობს გარკვეულ ცოდნას ანტიკურ მითოლოგიასა თუ ლიტერატურაზე. შესაბამისად, წიგნის პირველ ნაწილში ანტიკური ლიტერატურა ანტიკურობის კონტექსტში“ მოკლედ არის წარმოდგენილი ის თავისებურებანი რომლებიც ანტიკური მწერლობის ცხოველმყოფელობას განაპირობებენ, რომლებიც მისი მუდმივობის საფუძველს ქმნიან. წიგნის მეორე ნაწილი ეძღვნება ანტიკურობის კვალს დასავლეთევროპულ ლიტერატურაში.