წიგნი წარმოადგენს საბაჟო ურთიერთობათა მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების (ამონარიდების, აგრეთვე ზოგიერთი კანონის სრული ტექსტის) ორიგინალურ კრებულს, რომელშიც შესაბამისი კანონების მიღების ქრონოლოგიის პრინციპით დალაგებულია იმ სფეროთა საკანონმდებლო ნორმები, რომელიც საბაჟო საკითხებთან არის დაკავშირებული. წიგნი განკუთვნილია შესაბამისი საკითხებით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.