წინამდებარე ნაშრომში საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე, თანამედროვე სისხლის სამართლის მეცნიერების მდგომარეობის გათვალისწინებით, განხილულია განსაკუთრებული ნაწილის ცნება, სისტემა, ნორმის სტრუქტურა, დანაშაულის კვალიფიკაციის არსი, "სისხლის სამართლის კოდექსის პირველ და მეორე თავში მოცემულ დანაშაულთა სახეები. წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, ასპირანტების, მასწავლებლების, სამართალდაცვის ორგანოების მუშაკებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.