წინამდებარე ნაშრომში დაწვრილებით ინტერპრეტაციას პოულობს საქართველოს ახალი სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მე-7 კარით გათვალისწინებული „დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ“. ცალკე თავების სახით წარმოდგენილია და განხილულია: დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა; დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვანის წინააღმდეგ. წიგნი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, ასპირანტების, მასწავლებლების, სამართალდაცვის ორგანოების მუშაკებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.