წინამდებარე წიგნი საერთაშორისო ურთიერთობებათა სამეცნიერო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომია. ჰედლი ბულმა იგი 1977 წელს გამოაქვეყნა და მას შემდეგ „ანარქიული საზოგადოება" საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელთა სამაგიდო წიგნად რჩება. მართალია, ბულმა ეს წიგნი ცივი ომის პერიოდში დაწერა და მასში ფაქტობრივი მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი ცივი ომისდროინდელი საერთაშორისო ურთიერთობებიდან არის ნასესხები, „ანარქიული საზოგადოების” სამეცნიერო ღირებულება კვლავაც ძალიან დიდია.