,,წიგნი არ არის მხოლოდ შთაბეჭდილებები და მოგონებები გიორგი ალექსიძის მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდისა და შემოქმედების რთული გზების ძიებისა და აღმოჩენების შესახებ. წიგნში მოთხრობილია იმ პერიოდის საბალეტო ხელოვნებაში მომხდარი რეფორმატორული ძვრებისა და მომავალი განვითარების აუცილებლობაზე, მასთან მომუშავე კომპოზიტორებთან, მხატვრებთან, მოცეკვავეებთან შემოქმედებით ურთიერთობებზე, რაც შედეგად, იმ ეპოქის საერთო, დასრულებულ სურათს ხატავს. იქვე მოცემულია თეორიული მოსაზრებები და მსჯელობა ბალეტის არსზე და მნიშვნელობაზე, რაც ვიმედოვნებთ, სახელმძღვანელოდ გამოადგებათ საბალეტო ხელოვნების როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ მოღვაწეებს" – მარინა ალექსიძე.