ნაშრომში მონოგრაფიულადაა შესწავლილი თბილისში 1906-1914 წლებში გამომავალი გერმანული გაზეთი „კაუკაზიშე პოსტი". უმთავრესი ყურადღება ექცევა კავკასიური თემატიკის შემცველი მასალების ანალიზს. წიგნი გამოადგებათ კავკასიოლოგებს, გერმანულ-ქართული/კავკასიური ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების მკვლევარებს, ჟურნალისტებს, ლიტერატურათმცოდნეებს, თარგმანის თეორეტიკოსებს, ლინგვისტებს, ისტორიკოსებს. მას ინტერესით წაიკითხავს
აგრეთვე ყველა, ვისაც თავგადასავალი იზიდავს, ადამიანების, ტექსტების, სიტყვების თავგადასავალი.