ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჯავახეთი

გამოცემის წელი2000
გამომცემლობანეკერი

წინამდებარე წიგნი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეგიონის – ჯავახეთის ისტორიასა და ხუროთმოძღვრებას შეეხება. მასში ასახულია ისტორიული ჯავახეთის (დღევანდელი ნინოწმინდის, ახალქალაქის, ნაწილობრივ ასპინძისა და ბორჯომის რაიონები) ძეგლთა უმეტესობა. განხილულია ამ მხარის ისტორიული თავგადასავალი საუკუნეთა მანძილზე, გამოცემაში შესული მასალა უმთავრესად 1997 წელს, “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდისა” და ფონდ “ღია საზოგადოება–საქართველოს” დაფინანსებით მოწყობილი სამეცნიერო ექსპედიციების მონაპოვარია (მათში მონაწილეობდნენ: ნ. ბაგრატიონი, დ. ბერძენიშვილი, ი. ელიზბარაშვილი, ნ. ვაჩეიშვილი, შ. მელიქიძე, ე. ზაზაძე, ც. ჩაჩხუნაშვილი), თუმცა იგი წინა წლებში მიმდინარე სამუშაოსაც უყრის თავს.