კენტავრი (ინგლ. The Centaur) – ამერიკელი მწერლის, ჯონ აპდაიკის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელიც, თავდაპირველად, 1963 წელს გამოიცა, იქამდე კი სხვადასხვა ჟურნალში, მათ შორის ნიუ-იორკერში, სერიებად ქვეყნდებოდა.
რომანი მწერლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. მასში ომისშემდგომი ამერიკის ცხოვრებაა გადმოცემული. აღწერილი ამბებისთვის უფრო ღრმა მნიშვნელობის და სიდიადის მისანიჭებლად, აპდაიკმა რომანში შემოიღო თხრობის მეორე – მითოლოგიური პლანი. ამისდა მიუხედავად, რომანი მთლიანად რეალურ ნიადაგზე რჩება.