გივი ლობჟანიძის მონოგრაფიაში „ისტორიული პარალელები“ ორიგინალურად მოფიქრებული პრობლემა ღრმა მეცნიერული კვლევისა და ანალიზის საფუძვლადაა ქცეული. აქ მოვლენები დროის სამივე განზომილებიდანაა (წარსული, აწმყო და მომავალი) დანახული და განსჯილი. ნაჩვენებია ის საერთო, ზოგადი, ასევე განმასხვავებელიც, რაც აერთიანებთ და აშორებთ მათ კიდეც ერთმანეთს.