,,წინამდებარე კრებული „ქართლის ცხოვრებაში“ შეტანილი თარგამოსის ეთნოგენეტიკური თქმულებით იხსნება. მას მოსდევს თხრობა ქართველთა პირველი მეფის, ფარნავაზის, ნათელმხილველური სიზმრის შესახებ, ძირითადი ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (თუშ-ფშავ-ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი) მოპოვებულ მითოლოგიურ გადმოცემებზე, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივ მხატვრულ ტექსტებს და ქართველთა უძველეს სულიერ ცხოვრებაზე მოგვითხრობს".