კრებული სამი თავისაგან შედგება. პირველ თავში თავმოყრილია სტატიები, რომლებიც წარმოაჩენენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელთა დამოკიდებულებას ეროვნული საკითხისა და ნაციონალიზმის შესახებ. მეორე თავი აერთიანებს იმ პოლიტიკური პარტიების პროგრამებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩატარებულ პირველ საყოველთაო დემოკრატიულ კენჭისყრაში (საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები, 1919 წლის თებერვალი). მესამე თავი მოიცავს მემარცხენე მოძრაობის თითქმის ყველა ძირითადი მიმართულების გამორჩეულ წარმომადგენელთა ნააზრევს. ქრესტომათიის ამ ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში მოღვაწე სოციალ-დემოკრატების, სოციალისტ-ფედერალისტების, ფემინისტების, ანარქისტებისა და რადიკალი მარქსისტების ნაშრომებს.