ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირების პოლიტიკა ობიექტურად უნდა იყოს დაფუძნებული იმ მრავალმხრივ ბუნებრივ-გეოგრაფიულ, ისტორიულ, ეკონომიკურ, სოციალურ, ეროვნულ თავისებურებებსა და განსხვავებებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებს ახასიათებთ. რეგიონული თავისებურებების მრავალფეროვნება, სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებანი რეგიონებში მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში აუცილებელია განხორციელდეს ისეთი საინოვაციო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონების თავისებურებებს, მათ ეკონომიკურ, უწინარეს ყოვლისა კი ინოვაციურ პოტენციალსა და კონკრეტულ ამოცანებს.