,,ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში, ანუ ორმდინარეთში, როგორც ბერძნებმა უწოდეს – მესოპოტამიაში, სადაც ამჟამად არსებული სახელმწიფო ერაყი მდებარეობს, „იმ შორეულ დღეებში, შორეულ ღამეებში“, როგორც სახელდებდნენ შუმერლები ქვეყნიერების საწყის ხანას, იქმნებოდა ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია დასავლეთის და შორეული აღმოსავლეთის სხვა დიდ ცივილიზაციათა შორის, რომლებიც კი ოდესმე წარმოქმნილა დედამიწაზე. ბევრი რომ არაფერი ვთქვათ წინასწარ კულტურის იმ ელემენტებზე, რომლებიც ძველი შუამდინარეთიდან მოდის ჩვენს ხანამდე, საკმარისია ვახსენოთ ის ფაქტი, რომ პირველად აქ შეძლო ადამიანმა წერილობით აღებეჭდა თავისი ნაფიქრალი და ნათქვამი სიტყვა".