„შაჰ-ნამე" ანუ „მეფეთა წიგნი“ დიდი ირანელი პოეტის ფირდოუსის (X - XI სს) გენიალური თხზულებაა. აღმოსავლურ ენებზე, მათ შორის ქართულზეც, არსებობს მისი თარგმანის პოეტური და პროზაული ვერსიები, რომლებიც შესრულებულია სხვადასხვა დროს (XV-XVIII სს.). 1916 წელს გამოიცა „შაჰ-ნამეს", ქართული ვერსიების პირველი ტომი, 1934 წელს კი – მეორე; მესამე ტომი შეიცავს „შაჰ ნამეს“ ქართულ ვერსიებში შემავალ შემდეგ თხზულებებს „უთრუთიან-საამიანს“ (პოეტური და პროზაული რედაქციები), „წიგნს საამ–ფალავნისა“ და „ბაამიანს", ისინი გვიანი ეპოქის (XVI-XVIII სს) თარგმანებს წარმოადგენენ და დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ აღმოსავლეთის ლიტერატურასა და ფოლკლორზე ირანული ეპოსის გავლენის შესწავლისათვის.