ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მოგონებები

გამოცემის წელი1987
გამომცემლობასაბჭოთა საქართველო

მოგონებები მოიცავს დროის მონაკვეთს ოციანი წლების დასაწყისიდან დღემდე. მკითხველი გაეცნობა ოციანი-ოცდაათიანი
წლების თბილისს, მის გარეგნულ სახეს, მის კულტურას –მაშინდელი სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების ცხოვრებას, ქართული მწერლობის, ხელოვნებისა და მეცნიერების ბევრ წარმომადგენელს რომელთაც ავტორი პირადად იცნობდა, ქართული
საბჭოთა არქიტექტურისა და სახვითი ხელოვნების ეტაპებს როგორც ომამდელ, ისე ომის მომდევნო ხანაში, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის განვითარებას საბჭოთა საქართველოში, მის პრობლემებს, მთავარ წარმომადგენლებს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის - ქართული ხელოვნების მეცნიერული კვლევის მთავარი ცენტრის დაარსებისა და მოღვაწეობის ამბავს; მოთხრობილია ავტორისა და მისი კოლეგების ექსპედიციების შესახებ. ბოლო ნაწილის თემაა ქართული ხელოვნება საერთაშორისო ასპარეზზე: ნაამბობია ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმების, გამოფენებისა და გამოცემების შესახებ.