წიგნში განხილულია კომერციული ბანკების როლი საბანკო სისტემის განმტკიცებასა და ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაში, მათი ჩამოყალიბებისა და განვითარების კანონზომიერებანი. გაანალიზებულია კომერციული ბანკების რესურსებით უზრუნველყოფის რეგულირების აუცილებლობა. საკმაო სიღრმითა და სისრულითაა გადმოცემული კომერციული ბანკების მდგრადობისა და საიმედოობის განმსაზღვრელი პირობები, ფაქტორები, მაჩვენებლები და მეთოდიკა, მენეჯმენტის როლი ბანკის საიმედოობისა და მდგრადობის განმტკიცებაში. შესწავლილია კომერციული ბანკების ლიკვიდურობის რეგულირების საკითხები და ლიკვიდურობის ეკონომიკური ნორმატივები, ამ ბანკების მიერ საინვესტიციო ფუნქციების განხორციელების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში. გადმოცემულია კომერციული ბანკების საქმიანობის კომპლექსური შეფასებისათვის ფინანსურ კოეფიციენტთა სისტემის შემუშავების საკითხები, აგრეთვე საბანკო საქმიანობისათვის დამახასიათებელი სხვა მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემები.