„საბჭოთა საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია“ შსს არქივის სპეციალური გამოცემაა, რომელიც საინტერესო სტატიების კრებულს წარმოადგენს. მკითხველი კიდევ ერთხელ შეიტყობს, როგორ მოხდა საქართველოს გასაბჭოება და როგორ განვითარდა ქვეყნის მომავალი საბჭოთა ხელისუფლების პირობებში, როგორ გადაუარა საქართველოს რეპრესიების ტალღამ, როგორ განადგურდა ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი და საუკეთესო ქართული გენოფონდი, როგორ არ ეგუებოდა ქართველობა დამოუკიდებლობის დაკარგვასა და როგორ ეწირებოდნენ ჩვენი სასიქადულო გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას.