წიგნი მოიცავს გასული ასწლეულის პირველი ნახევრის გამოჩენილი კომპოზიტორების (ა. შონბერგი, ა. ბერგი, ა. ვებერნი, ი. სტრავინსკი, ბ. ბარტოკი, პ. ჰინდემიტი, ე. ვარეზი, ა. ონეგერი, ს. პროკოფიევი, დ. შოსტაკოვიჩი, ო. მესიანი) შემოქმედებას. წიგნი მონოგრაფიული პრინციპითაა აგებული. ყოველი თავი ერთი კონკრეტული კომპოზიტორის სტილის ევოლუციას და ძირითადი ნაწარმოებების ანალიზს ეძღვნება; თან ახლავს ნაწარმოებების და რეკომენდებული ლიტერატურის სია.