წინამდებარე წიგნი პირველი სახელმძღვანელოა ქართულ ირანისტიკაში, რომელიც მეცხრამეტე-ოცდამეერთე საუკუნეების სპარსულ ლიტერატურულ პროცესებს განიხილავს. მასში წარმოდგენილია როგორც თანამედროვე სპარსული პროზის (ცალკე თავი ეთმობა ქალთა ლიტერატურას ირანში), ასევე, პოეზიის ანალიზი.