წიგნში მიმოხილულია ისეთი ზოგადი და კონკრეტული საკითხები, როგორიცაა: დამწერლობის ფუნქციები, დამწერლობის შექმნამდე არსებული საკომუნიკაციო საშუალებები, მსოფლიოს დამწერლობათა კლასიფიკაცია აღსანიშნისა და აღმნიშვნელის მიმართების თვალსაზრისით, დამწერლობის განვითარების ეტაპები, თანამედროვე 14-ვე სადამწერლობო სისტემის მოკლე ტიპოლოგიური მიმოხილვები მათი ისტორიის ჩათვლით. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული სადამწერლობო სისტემის ისტორიასა და მიმართებას სხვა სისტემებისადმი.