ნაშრომის ავტორის მიზანია, ისტორიის გადმოსახედიდან დაგვანახოს, საიდან იღებს სათავეს ქართული მართლმსაჯულების რეფორმატორული იდეები. პირველი კონსტიტუცია სასამართლოს დამოუკიდებელ ხელისუფლებად განიხილავდა. სასამართლო სისტემას სათავეში ედგა უმაღლესი სასამართლო – სენატი, რომელიც ზედამხედველობდა კანონების დაცვას და მოქმედებდა როგორც საკასაციო სასამართლო. საინტერესოა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის საკონსტიტუციო გარანტიების კვლევა. მოსამართლეთა არჩევითობა, მოსამართლის მხოლოდ კანონისადმი დამორჩილება, ერთი თანამდებობიდან მეორეზე გადაყვანის აკრძალვა მოსამართლის სურვილის საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილების/განაჩენის გაუქმება/შეცვლის დაუშვებლობა სხვა სახელისუფლებო შტოს მიერ, პროცესის საჯაროობა და ა.შ.