წიგნი ეძღვნება პირველი ქართველი მოჭადრაკის – ანდრია დადიანი-მინგრელსკის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მკითხველი გაეცნობა საარქივო მასალას, აგრეთვე, XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ამონარიდებს საჭადრაკო პერიოდიკიდან, რომელიც ანდრიას ნათამაშებ პარტიებსა და კომბინაციებს მოიცავს.