ნაშრომში განხილულია ფეოდალური ეპოქის საქართველოს ეკონომიკური ისტორიის მნიშვნელოვანი საკითხები. ყურადღება გამახვილებულია როგორც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაზე, ისე ეკონომიკური საქმიანობის სხვა სფეროებზე, მათ შორის – ქალაქებზე, სავაჭრო გზებზე, ვაჭრობა-ხელოსნობაზე, მანუფაქტურული წარმოების ჩასახვაზე, გადასახადებსა და სახელმწიფო შემოსავლებზე.