შრომაში განხილული და შეფასებულია საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილ მოღვაწეთა (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ი. გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა) რუსთველოლოგიური შეხედულებანი; ნაჩვენებია ამ ნააზრევის როგორც ისტორიული, ისე მეცნიერული ღირებულება თანამედროვე თვალსაზრისით. გარკვეულია „ვეფხისტყაოსნის“ როლი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში.