წიგნმი შესულია გამოკვლევის ერთი ნაწილი. აქ განხილულია: ვახტანგ მეექვსის (1675-1737) პოეტურ თხზულებათა ხელნაწერი კრებულები; დადგენილია მათი რედაქციული სახე და ურთიერთმიმართება. შესწავლილია ზოგიერთი თხზულება, რომლებიც ხელნაწერ კრებულებსა და ბეჭდურ გამოცემებში არ შესულა. გამოვლენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი უცნობი ნაწარმოები. მოცემულია მათი იდეურ-მხატვრული და ისტორიულ-ფილოლოგიური ანალიზი.