ხევსურული კილოს ლექსიკონი 25000-მდე სალექსიკონო ერთეულს შეიცავს. მას ავტორი – ძველი, ტრადიციული ხევსურეთის უშუალო მომსწრე და ზედმიწევნით მცოდნე – ალექსი ჭინჭარაული მთელი თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის განმავლობაში ქმნიდა და მასში ხევსურულის მდიდარ ლექსიკურ საგანძურთან ერთად არის დაუნჯებული, რამდენადაც ეს ლექსიკონში შესაძლებელია, ავტორის ღრმა ცოდნა და განსწავლულობა დიალექტოლოგიაში, ფოლკლორისტიკაში, ისტორიულ ლექსიკოლოგიაში, ეთნოგრაფიაში, ისტორიაში, ძველ ქართულსა და რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ენობრივ სამყაროში.