ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კლოუნის თვალთახედვა

მთარგმნელინელი ამაშუკელი
გამოცემის წელი1987
გამომცემლობანაკადული

არიან მწერლები რომელთაც რთულ და მძიმე დროში მოუხდათ ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობა. მათ ბევრი რამ საკუთარი თვალით ნახეს, საკუთარ ტყავზე გამოსცადეს და ამიტომ მკაცრად, მტკივნეულად გამოხატავენ თავიანთი ეპოქის ტკივილსა და სულიერ ძვრებს, ამა თუ იმ საზოგადოების წარმომადგენელთა ფსიქოლოგიურ განწყობილებას, მათ სოციალურ მდგომარეობას. ისინი დროის შესაბამისად განსაზღვრავენ ხელოვნების დანიშნულებას და თვით ხელოვანის დამოკიდებულებას საზოგადოების დიფერენცირებული ფენებისა და კლერიკალიზმისადმი, სწორედ ასეთ მწერალთა რიცხვს ეკუთვნის სახელმოხვეჭილი დასავლეთ გერმანელი მწერალი ჰაინრიჰ ბიოლი, მისი ყოველი ნაწარმოები, რომანი იქნება ეს თუ მოთხრობა, უაღრესად თანამედროვეა და თავისი ორიგინალური სტილით რეალურ შთაბეჭდილებას” გვიქმნის თანამედროვე დასავლეთ გერმანიის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, განწყობაზე, სოციალურ და ოჯახურ ურთიერთობაზე. „კლოუნის თვალთახედვა“ ჰაინრიჰ ბიოლის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, სადაც სწორედ ხელოვანის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის და ამ წარმომადგენლების მისდამი დამოკიდებულების პრობლემატური საკითხებია დასმული. ჰაინრიჰ ბიოლის რომანები მრავალ ენაზეა თარგმნილი და მას რომ ჩვენი საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად თვლიდნენ, ამაზე მეტყველებს მისი ნობელის პრემიით დაჯილდოება და დიდი ხნის მანძილზე დასავლეთ ევროპის მწერალთა გაერთიანების პენკლუბი თავმჯდომარეობა. 
ძალზე სამწუხაროა, რომ ამ ცოტა ხნის წინათ ეს უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი, პრინციპული და ყოველგვარი მანკიერების წინააღმდეგ მებრძოლი მწერალი ნაადრევად გარდაიცვალა. ამიტომ მინდა ეს თარგმანი მის ხსოვნას მივუძღვნა.

მთარგმნელი