წიგნის მიზანია შეძლებისდაგვარად სრულად წარმოაჩინოს ერთ ისტორიულ ქართულ პროვინციაში – კლარჯეთში მიმდინარე საეკლესიო მშენებლობა და გააშუქოს კლარჯეთის არქიტექტურის ისტორია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სულიერი, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ფონზე. ძირითადი ყურადღება წიგნში ეთმობა სამონასტრო მშენებლობის აღმავლობის პერიოდს – IX-X საუკუნეებს.