წიგნი თავისი თეორიული მიზანდასახულობითა და შინაარსით მხატვრული ტექსტის ანალიზის ურთულეს ასპექტებს წარმოაჩენს და ლინგვისტიკისა და პოეტიკის სფეროთა შესაყარზე მდებარეობს. პრობლემა იმდენად ღრმა და მრავლისმომცველია, რომ ძნელია საკვლევი ამოცანის ზუსტი საზღვრების გამოკვეთა. იგი სწვდება უფართოეს პრობლემებს თეორიულით დაწყებული და ტექსტოლოგიური თუ პრაქტიკული მთარგმნელობითი საკითხებით დამთავრებული.
ნაშრომში ლინგვისტურია იმ ენობრივი საშუალებების, მოდელებისა და მექანიზმების კვლევა, რომელთა ფუნქციონირება უკვე მხატვრულ ამოცანას ემსახურება და პოეტიკის სფეროს განეკუთვნება; ხოლო ტიპოლოგიური, უკეთ – უნივერსალური, ამ სფეროში ის ჩანს, რომ პოეტური პარალელიზმის მოდელი საკმაოდ გავრცელებული საზოგადო კანონი ყოფილა სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვა ხალხის სიტყვაკაზმულ ხელოვნებაში. მათ შორის ქართულ კლასიკურ პოეზიაში. წიგნი საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდება ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეების. რუსთველოლოგებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.