,,1958-1963 წლებში, მასალები რომ მომეძია, არ დამიტოვებია არქივი, წიგნსაცავი, წერეთელ-მაჭავარიანების ახლობელ-ნათესავები, ოჯახი, სადაც არ მიმეკითხოს. და ასე, პირველწყაროებიდან შეკრებილი ცნობებით, დაიწერა ეს პატარა წიგნი ვარინკა მაჭავარიან-წერეთელზე – მან ხომ ქვეყნიერებას ლეგენდასავით მოჰფინა ქართული სიმღერის მადლი და სულმნათი მგოსნის უკვდავი სტრიქონები. მახსოვს, აქეთ სადიპლომო ნაშრომს რომ ვწერდი მეღვინეობაში, იქით – ვარინკას ცხოვრებასა და მის „სულიკოს“ ჩავკირკიტებდი ასეთია სიმღერის ძალა" – ლერი ალიმონაკი.