ამ წიგნის ავტორს, აკადემიკოს-პოეტს, იოსებ გრიშაშვილს ასეთი მინაწერი დაუტოვებია: „ამ ჩემს ბოჰემას - არ ვტრაბახობ - სხვა ვერ დასწერდა, - ვერც პოეტი და მით უმეტეს, ვერცა მკვლევარი, ვინც ამას დასწერს უნდა იყოს ორივე ერთად: პოეტ-მკვლევარი - ძველდროების შემაქცევარი“.
ეს მონოგრაფია პირველად 1927 წელს გამოიცა და თავისი მნიშვნელობით აღსანიშნავია როგორც სამეცნიერო-კვლევით, ასევე ისტორიულ-ლიტერატურულ ჭრილში. მასში წარმოდგეილი მასალა ფარავს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდს.