კრებულში „წერილები, ესსეები“ შესულია გამოკვლევები შოთა რუსთაველსა და მისი უკვდავი ქმნილების შესახებ, დასავლეთ ევროპისა და ამერიკის ლიტერატურის წარმომადგენლების – მორისის, უაილდის, შელის, ფროსტის, სენდბერგისა და სხვათა ლიტერატურული პორტრეტები; წერილები ლექსიკოლოგიისა და თარგმნითი ლიტერატურის საკითხებზე და ლიტერატურული პოლემიკა.