„წოვათუშურ-ქართულ-რუსულ-ინგლისური ლექსიკონის“ წინამდებარე ტომში ვოკაბულების სახით შეტანილია წინა ტომებს შორის პერიოდებში მოპოვებული სრულიად ახალი ლექსიკური სიდიდეები, დამატებულია აგრეთვე წინა ტომებში შესულ სიტყვებში გამოვლენილი ლექსიკოგრაფიული თავისებურებები. IV ტომში შეტანილია დაახლოებით 1550 სიტყვა.