ჩვენი მკითხველი არ არის განებივრებული გამოჩენილი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებთა ქართული თარგმანებით და ვფიქრობთ, ეს ოთხტომეული გარკვეულწილად შეავსებს დეფიციტს: შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სამ რომანს და მოთხრობებს, რომლებიც დაწერიდან დიდი ხნის შემდეგ ვონეგუტმა თავად შეარჩია, ხოლო რამდენიმე შეჰმატა კიდეც და გააერთიანა კრებულში –- „სათუთუნე ბაგომბოდან“.
კორტ ვონეგუტის ოთხტომეულის მეორე ტომში შესულია რომანი „გალაპაგოსი“.