ჩვენი მკითხველი არ არის განებივრებული გამოჩენილი ამერიკელი მწერლის ნაწარმოებთა ქართული თარგმანებით და ვფიქრობთ, ეს ოთხტომეული გარკვეულწილად შეავსებს დეფიციტს: შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სამ რომანს და მოთხრობებს, რომლებიც დაწერიდან დიდი ხნის შემდეგ ვონეგუტმა თავად შეარჩია, ხოლო რამდენიმე შეჰმატა კიდეც და გააერთიანა კრებულში –- „სათუთუნე ბაგომბოდან“.
კორტ ვონეგუტის ოთხტომეულის მესამე ტომში შესულია ნოველები: „თანასფერო“, „მნემონიკა“, „ნებისმიერი მისაღები წინადადება“, „როცა ყველაფერი გაქვს“, „სრულიად უნიჭო ყმაწვილი“, „საბრალო პატარა მდიდარი ქალაქი“, „სუვენირი“, „ჯოლი როჯერის რეისი“, „როგორ შექმნეს პატარძალი“, „ამბიციური მეორეკურსელი“, „სათუთუნე ბაგომბოდან“, „მომწვანო-მოცისფრო ურჩხული“, „საჩუქარი დიდ წმინდა ნიკს“, „უფასო კონსულტანტი“, „Der arme Dolmetscher“, „ბიჭი, რომელსაც გოგონები სძულდა“, „ეს ჩემი შვილია“, „სიყვარულის ღამე“, „ნაპოვნი ოცნება“, „გაქცეულები“, „2BRO2B“, „ანონიმურ მიჯნურთა საძმო“, „ჰალ ირვინის ჯადოსნური ლამპარი“, „კოდა ჩემს მოღვაწეობას ჟურნალ-გაზეთებში“.