ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ცივილიზაციის პროცესის შესახებ, წ. 2

მთარგმნელიირმა წერეთელი
გამოცემის წელი2008
გამომცემლობანეკერი

მე-20 საუკუნის სოციოლოგიამ დიდწილად დაკარგა თვალთახედვის არიდან სოციალური და პიროვნული სტრუქტურების გრძელვადიანი ტრანსფორმაციები. ნორბერტ ელიასის ნაშრომის ცენტრალურ თემას სწორედ ეს ხანგრძლივი პროცესები შეადგენს: როგორ მიმდინარეობდა დასავლურ სამყაროში ცივილიზაციის პროცესი? რაში მდგომარეობს ის? რა შეადგენდა მის იმპულსებს, მიზეზებს თუ მოტივებს? ელიასის ნაშრომი არ წარმოადგენს “ევოლუციის” შესახებ გამოკვლევას, სადაც ეს ცნება გაგებული იქნებოდა მე-19 საუკუნისეული მნიშვნელობით და არც გამოკვლევას არასპეციფიკური “სოციალური ცვლილებების” შესახებ, როგორც ეს მე-20 საუკუნეში ესმოდათ. ეს შრომა საფუძველს უყრის სოციალური პროცესების არადოგმატურ, ემპირიულად დაფუძნებულ სოციოლოგიურ თეორიას.