ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ლიტერატურული ნარკვევები

გამოცემის წელი1952

წიგნი „ლიტერატურული ნარკვევები“ შეიცავს ქართული ლიტერატურული ცხოვრების შესახებ ჩემს მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ნაწერების მხოლოდ ერთ ნაწილს.

წიგნში არ შემიტანია მონოგრაფიები: „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“ (1927 წ.), „საიათნოვა“ (1914-1918), არც ის განმარტებანი და შენიშვნები, რომლებიც ხშირად სცილდება ბიბლიოგრაფიული აპარატის ფარგლებს და დართული აქვთ ჩემი რედაქტორობით გამოცემულ ალ. ჭავჭავაძის თხზულებათა აკადემიურ გამოცემას (1940 წ.), ავქსენტი ცაგარლის კომედიებს (1936 წ.), „აკაკი წერეთლის მესამე და მეხუთე ტომებს (1940, 1949 წ.წ.).

ამ წიგნში არ შესულა აგრეთვე პერიოდულ პრესაში გაბნეული რამდენიმე რეცენზია და მცირე შენიშვნები, რომლებიც, ახალი მასალების აღმოჩენის გამო, დაზუსტებასა და გავრცობას მოითხოვს.

წერილები ამ კრებულში ისტამბება პირველი დაბეჭდვის თარიღის მიხედვით, ზოგიერთი მათგანი ოდნავ შევსებული და შესწორებულია.

ავტორი
1952 წ., 25 თებერვალი.