იტალიელი თეატინელი მისიონერი დონ კრისტოფორო დე კასტელი 1632-1654 წლებში საქართველოში მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა. მან დაგვიტოვა უნიკალური ნახატები, ჩანაწერები და რელაციები XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ-სოციალურ, რელიგიური, დიპლომატიურ და სამეურნეო ცხოვრებაზე. მისი ცნობები საინტერესო და სანდოა, როგორც თვითმხილველის, განსაკუთრებით, სამეგრელოზე.