დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი – 1953 წელს, შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებით, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. მისი, როგორც მწერლის პოპულარობა ფოლკნერისა და ჰემინგუეის პოპულარობას აჭარბებდა. ის წერდა თემებზე, რომლებიც ყველაზე აქტუალური და მტკივნეული იყო იმდროინდელი მსოფლიოსათვის. ნობელის პრემიაც მიენიჭა „ისტორიულ-მემუარული ხასიათის ნაწარმოებების მაღალი ოსტატობით შესრულებისათვის, აგრეთვე ბრწყინვალე ორატორული ხელოვნებისათვის, რომელთა შემწეობითაც შესაძლებელი გახდა მაღალ ადამიანურ ფასეულობათა დაცვა-შენარჩუნება“. მოახლოებული ქარიშხალი მისი მემუარების წიგნია, სადაც მეორე მსოფლიო ომის შესახებ მოგვითხრობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური ფიგურა და შესანიშნავი მწერალი.