ჩინგიზ აითმათოვი XX ს. ყირგიზი მწერალია. მის ამ პირველ რომანში შრომისმოყვარე, მართალი, თავისი ქვეყნისა და ხალხის მოსიყვარულე ადამიანების ცხოვრებაა ასახული. უბრალო რკინიგზელი მუშა, ბურანელი ედიღეი, ღირსეული პიროვნებაა, მდიდარია მისი სულიერი სამყარო. სწორედ ამ უანგაროდ მშრომელი კაცის ცხოვრების დახატვით მთელი ჩვენი სამყაროს სურათი იშლება, რადგან, როგორც თვითონ ავტორი ამბობს, იგი თავისი დროის შვილია და მჭიდრო, უწყვეტი ძაფებით არის მასთან დაკავშირებული. მწერალმა ამ რომანშიაც მიმართა ლეგენდებსა და მითებს, მაგრამ აქ პირველად გამოიყენა ფანტასტიკური სიუჟეტი.