ამერიკელი მწერლის, სიუ მონკ კიდის რომანი „ფუტკრების იდუმალი ცხოვრება“ 2002 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე მიიპყრო ფართო აუდიტორიის ყურადღება. რომანში გადმოცემულია მოზარდის ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესი - თემა, რომელიც აგრერიგად მნიშვნელოვანი იყო ჯერ კიდევ ჯერომ სელინჯერისა და ჰარპერ ლის შემოქმედებაში. თოთხმეტი წლის ლილი ოუენსი, რომელსაც ადრეული ბავშვობისას შემთხვევით დედა შემოაკვდა, თავის ისტორიას მოგვითხრობს. შავკანიან მსახურ ქალთან ერთად ლილი სახლიდან გარბის, რათა თავი დააღწიოს დესპოტი მამის კლანჭებს. ის გამოცდის მარტოობას, გაარკვევს სიმართლეს დედაზე და, ბოლოს, ბრძენი მეფუტკრე ქალების ოჯახში მოხვედრის შემდეგ, სულიერ სიმშვიდეს პოვებს. რომანს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის საინტერესო სიუჟეტი, ფსიქოლოგიზმი და სიმბოლოთა ორიგინალური გააზრება.