ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

აღმოსავლურ-დასავლური დივანი

გამოცემის წელი2002
გამომცემლობადიოგენე
რედაქტორიანა ჭაბაშვილი

მკითხველს ბუნებრივად გაუჩნდება ასოციაცია გოეთეს „დასავლურ-აღმოსავლურ დივანთან“, რამაც შესაძლოა, კრებულის შემდგენლის მიმართ გარკვეული პრეტენზიულობის ეჭვიც კი აღძრას. მკითხველის დამშვიდების მიზნით უნდა განვაცხადო, რომ ასეთი ეჭვი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ორიოდე მიზეზის გამო: პირველი ის გახლავთ, რომ გოეთეს ეს წიგნი ორიგინალური ლექსების კრებულს წარმოადგენს და მისი ასეთი სათაური: „West-östlicher Diwan“ მხატვრულ-კონცეპტუალური დატვირთვის მქონეა, ხოლო ჩვენს შემთხვევაში სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა აღმოსავლური და დასავლური ლექსების კრებულს, ვინაიდან არაბულ-სპარსულ პოეტიკაში ლექსების ყოველგვარ კრებულს, ჩვეულებრივ, „დივანი“ ჰქვია.

მთარგმნელი