წიგნში მოკლედ, სისტემურად და თანამიმდევრულად გაშუქებულია რუსთველოლოგიური პრობლემატიკის ყველა ძირითადი საკითხი – ტექსტოლოგიური, ისტორიულ-ლიტერატურული (თარიღი, ავტორობა, ფაბულის წყარო და სხვ.), ლიტერატურულ მხატვრული (სიუჟეტური კომპოზიცია, ჟანრობრივი რაობა, პერსონაჟთა წრე, მთავარი იდეურ-თემატიკური მოტივები, მხატვრული ენის თავისებურებანი და სხვ.), მსოფლმხედველობრივი (რუსთველის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებანი, ჰუმანისტური მსოფლმხედველობა და სხვ.).