აღწერილობაში ასახულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული დიდი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის პირადი არქივის მასალა, რომელიც აგრეთვე შეიცავს საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივის და ლენინგრადის საოლქო სახელმწიფო არქივის დოკუმენტების პირებსაც. აღწერილობაში წარმოდგენილია 3 ათასზე მეტი საარქივო ერთეული, დალაგებული თემატიკურად და ქრონოლოგიურად.